1728112394
ისე ვბღავი, ისე… ისეთი ოქრო ბიჭი, პროფესიონალი - რას წერენ დაღუპულ პოლიციელზე
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
„ოთო ერთხელ ვნახეთ ზაფხულში…ბეილი რომ მომიკლეს იმ ღამეს, საგარეჯოს პოლიცია მოვიდა წაგვიყვანეს მე, ბასა და მეზობლები და გამთენიამდე იქ ვიყავით დაკითხვაზე. ისეთი ოქრო ბიჭი, პროფესიონალი, დარდობდა ოჯახს კვირაში ერთხელ თუ ვნახულობო…
სულ აქ ვარ საგარეჯოშიო, მალე უნდა გადავიდე თბილისშიო და უხაროდა, ორი შვილი მყავს და ჩვენც გვყავს ძაღლიო და ის რომ ვინმემ მომიკლას ხომ გავაფრენო. ისე თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ირაკლიმ და ოთომ ნომრებიც გაცვალეს ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დღეს დილას ოთოს ამბავს ვიგებ….ისე ვბღავი ისე …. სულ ის ღამე მახსენდება“,- წერს მოქალაქე.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო.