პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბებიის მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს. არჩილ ბერიძე "კურიერს" უდასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ 26 წლის ახალგაზრდას აღმკვეთი ღონისძიება უკვე შეუფარდეს და მას გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.
ადვოკატი საქმის დეტალებზე არ საუბრობს და არც იმას აკონკრეტებს, აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს.
"გიდასტურებთ, რომ აღნიშნული ბრალდება წარდგენილი აქვს. [დანაშაულის აღიარებასთან] დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, მე ვერ გაგცემთ პასუხს, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე," - განუცხადა ადვოკატმა "კურიერის" სატელეფონო საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები გაავრცელა, რომელშიც ასახულია სავარაუდოდ მკვლელობის შეკვეთის პროცესი. მამაკაცი საკუთარი ბებიის მკვლელობისთვის 150 ათას დოლარს იხდიდა.
"კურიერმა" გაარკვია, რომ სამიზნე "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" რექტორი, 72 წლის ვალენტინა საყვარელიძე იყო.