დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკში" შეჭრილი მძარცველი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავე შეიარაღებული იყო და 2 მილიონ დოლარს ითხოვდა.
როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავდნენ, სწორედ 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ აპირებდა თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას. ასევე, თვითმხილველის თქმით, იყო გასროლის ხმა.
სპეცოპერაცია ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.
დაძაბული ვითარების ფონზე ქუთაისში ვერტმფრენით ჩაფრინდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. რომელიც ბანკთან მივიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
ამასობაში მობილიზება გაუკეთდა სპეცრაზმის ბანკში შეყვანას.
მოლაპარაკების მიმდინარეობისას მძარცველმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ მძარცველმა პირობა შეცვალა და 2 მილიონი დოლარის ნაცვლად მილიონ-ნახევარს ითხოვდა.
სპეცრაზმის ბანკის შენობაში შესვლის შემდეგ გაისმა გასროლის ხმა, ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ გამოიყვანეს მძევლები და მანქანებში ჩასვეს.
სპეცოპერაცია დასრულებულია, მძარცველი დაკავებულია.