სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება უკვე ოთხ საათზე მეტია, რაც გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლად რჩება 12 ადამიანი და მათ უვნებლად გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.