მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.
როგორც ადგილზე შეკრებული პირები აღნიშნავენ, სწორედ 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ აპირებს თავდამსხმელი ბანკში მყოფი ადამიანების გათავისუფლებას.
„გვითხრეს, რომ მძარცველი 2 მილიონს ითხოვს. მძევლები ჰყავს აყვანილი. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, რომლის იქითაც არ გვიშვებენ", - ამბობს ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი.
ასევე თვითმხილველის თქმით, იყო გასროლის ხმა. თუმცა დაშავებული არავინაა. სამართალდამცველებმა ერთი მძევალი უვნებლად გამოიყვანეს.
სპეცოპერაცია ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ბანკში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.