პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში დაჭრილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 27 წლის მარიამ აბაზაძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და ის თბილისში, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.
ბოდბეში ვარაუდობენ, რომ ქმარს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და მეუღლის მოკვლა არ სურდა.
„წესიერი ოჯახია. მშობლებისგან ცალკე ცხოვრობენ. ეს ბიჭი სამრეცხაოზე მუშაობდა, მოწესრიგებული და ზრდილობიანი ახალგაზრდაა, ამათი ოჯახიდან ზედმეტი ხმა არ ყოფილა. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ მშვიდად. ორი პატარა შვილი ჰყავთ, ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე, ბაღის ასაკისაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თოფი გაუვარდა და შემთხვევით მოხდა ეს ამბავი. ისეთი შეძრწუნებული იყო, რომ ორივე ხელზე ვენები გადაიჭრა. არ არის ეგ ისეთი ბიჭი, რომ თავის შვილებს დედა მოუკლას". - ამბობს „პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეუღლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11, 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა გუშინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მოხდა.
დაჭრილი ქალი თავდაპირველად წნორში, არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, მძიმე მდგომარეობის გამო, გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, ის თბილისში გადაიყვანა.