1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულს გუშინ ახალი ბრალი წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას გულისხმობს. პროცესს თავად ესებუა დისტანციურ რეჟიმში ერთვებოდა, რადგან დაკავების შემდეგ, ის ბათუმის ციხეში გადაიყვანეს. ბადრი ესებუა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ამასთან, ესებუა ამბობს, რომ ასე დისტანციურად სასამართლო პროცესს აზრი არ აქვს, რადგან იგი სათანადოდ თავს ვერ დაიცავს.
„მე მინდა რომ სასამართლო მოვიდე და არ აქედან სკაიპით. აქედან მე ვერ დავიცავ ვერანაირად თავს. თქვენი ხმაც ძლივს მესმის. აზრი არ აქვს ასე საუბარს“,- განაცხადა ბადრი ესებუამ სხდომაზე.
ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.