ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

ნავალნი

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ჯარიმის სახით, 1.2 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

ნავალნი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

სასამართლომ ოპოზიციონერი მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.