გიჟ, მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად რუსი ხალხი გააჩერებს - ალექსეი ნავალნი

ალექსეი ნავალნი

"გიჟ, მანიაკ პუტინს ყველაზე სწრაფად რუსი ხალხი გააჩერებს თუ ისინი ომის წინააღმდეგ გამოვლენ", - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

„თქვენ ომის საწინააღმდეგო მსვლელობებზე ყოველკვირეულად უნდა გახვიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ასე ჩანდეს თითქოს ყველა წავიდა ან შეშინებულია. თქვენ ხართ ომისა და სიკვდილის წინააღმდეგ მოძრაობის ხერხემალი",- განაცხადა ნავალნიმ.