ახალქალაქში ცოლმა ქმარი დაჭრა

აშშ- პოლიცია

ახალქალაქში ქალმა ქმარი დანით დაჭრა, როგორც ადგილობრივები პირად საუბარში ამბობენ, ცოლმა ქმარი თავდაცვის დროს დაჭრა.

მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, წინასწარი გამოძიების შედეგად, მამაკაცი მუდმივი ძალადობისა და ქალის მიმართ შეურაცხყოფისთვის დააკავეს. შემთხვევის სხვა დეტალებს "კურიერი" ადგილზე არკვევს.

საქმე სკ 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახური ძალადობისთვის დასჯას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 2 წლის ვადით ითვალისწინებს.