დედამიწის შიდა ბირთვი ნელდება, რის გამოც დღეები შეიძლება გახანგრძლივდეს - ახალი კვლევა

დედამიწა

დედამიწის შიდა ბირთვი 2010 წლიდან ჩვეულებრივზე ნელა ტრიალებს. ამ იდუმალმა ტენდენციამ შეიძლება გამოიწვიოს პლანეტის საერთო ბრუნვის უმნიშვნელო ცვლილება და ჩვენი დღეების გახანგრძლივება. როგორც livescience.com წერს, ამ ყველაფერს ადასტურებს ახალი კვლევა, რომელიც 12 ივნისს ჟურნალ Nature- ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩვენი პლანეტის გული ბოლო 14 წლის განმავლობაში უჩვეულოდ ნელა ტრიალებს და თუ ეს იდუმალი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა დღეები გახანგრძლივდეს, თუმცა შედეგები, სავარაუდოდ, ჩვენთვის შეუმჩნეველი იქნება.

„როდესაც პირველად დავინახე სეისმოგრამები, რომლებიც მიუთითებდნენ ამ ცვლილებაზე, გაოგნებული ვიყავი. მაგრამ როდესაც აღმოვაჩინეთ კიდევ 2 ათეული დაკვირვება, რომლებიც ერთსა და იმავე ნიმუშს აჩვენებდნენ, შედეგი გარდაუვალი გახდა", - თქვა სეისმოლოგმა ჯონ ვიდალმა.

მკვლევრები ამბობენ, რომ თუ შიდა ბირთვის ბრუნვა კვლავ შენელდება, მისმა გრავიტაციულმა მიზიდულობამ საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი პლანეტის გარე ფენების ოდნავ ნელა ბრუნვა, რაც შეცვლის ჩვენი დღეების ხანგრძლივობას.

თუმცა, ვიდალმა თქვა, რომ პოტენციური ცვლილება იქნება „ძალიან რთული შესამჩნევი". შედეგად, ჩვენ სავარაუდოდ არ მოგვიწევს საათის ან კალენდრების შეცვლა ამ განსხვავების დასაკმაყოფილებლად.

წყარო