„ნუ ინერვიულებთ... ვეცდებით, მამარდაშვილს ბევრი გოლი გავუტანოთ“ - ესპანელი მცველი

მამარდა

30 ივნისს, ევროპირველობის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის შესახებ უეფას საიტთან მეტოქე გუნდის 34 წლის მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ახლახან „რეალიდან“ საუდის არაბეთის „ალ კადსიაში“ გადავიდა:

„გიორგი მამარდაშვილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის „ლა ლიგაში“ ბრწყინვალედ ასპარეზობს. მიუხედავად ამისა, ნუ ინერვიულებთ. ვეცდებით, რომ ბევრი გოლი გავუტანოთ და ვეცდებით, რომ მამარდაშვილს კარგი დღე არ ჰქონდეს. ეჭვგარეშეა, გიორგი აჩვენებს, რომ ძალიან კარგი მეკარეა.“ - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიასთან კი კარი მშრალად შეინახა. ქართველი მეკარის კარგი თამაში ავტორიტეტულ გამოცემა OneFootball-ს არ გამოეპარა და ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.