პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს მოქალაქე, 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, სოფელ ნაბაკევის მარჩხაფონის უბნის მკვიდრია.
„სულ ერთი ოჯახია თაკალანძეები სოფელში. ქრისტინე მამასთან და ძმასთან იყო. დედამ ეს ბავშვები ადრე მიატოვა და მეორე ოჯახი შექმნა",- გვითხრა სოფელ ხურჩის მკვიდრმა მამაკაცმა.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის სოფელ ნაბაკევში ზაალ ელიავას თქმით, ქრისტინე 5 დღის წინ გულირიფშის რაიონ სოფელ აძიუბჟაში დააკავეს.
„როგორც ვიცი უკვე სოხუმში ჰყავთ გადაყვანილი და მას აფხაზური კანონმდებლობით გაასამართლებენ. გაჭირვებაში გაზარდა მამამ ეს ბავშვები. დნარჩენი დეტალები ჩვენთვის უცნობია",- ამბობს ზაალ ელიავა.
შეგახსენებთ, ე.წ. სუს-ის განმარტებით, ქრისტინე თაკალანძე, მიზანმიმართულად, საგარეო დაზვერვის დავალებით, სპეცსამსახურების ინტერესებით ნაკარნახევი მოტივით, ეწეოდა დანაშაულებრივ ქმედებას, რომლის მიზანიც იყო ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება და საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის გადაცემა.
ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ გამოყენებულიყო აფხაზეთში "კონსტიტუციური წესრიგის" და "სუვერენიტეტის" საზიანოდ.
სოხუმმა დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა "ჯაშუშობის" ბრალდებით.
სუს-ში ქართველი ქალის დაკავებას ადასტურებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცხელი ხაზი გააქტიურებულია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ინფორმირებულები არიან.
ავტორი: თეა შონია