„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვიქტორ ხორენკო დანიშნა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„გათავისუფლდეს გრიგორი ანატოლიევიჩ გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, – აღნიშნულია ბრძანებაში.
მეორე განკარგულებით, ზელენსკიმ ხორენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დანიშნა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ხორენკო”, – ნათქვამია განკარგულებაში.
ცნობისთვის, გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად 2020 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა.