„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საავტორო უფლებების ასოციაციებთან და აღრიცხვის სისტემაზე დამოკიდებულებების კვლევა გამოაქვეყნა

axalgazrda advokatebi

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სასტუმრო „რადისონში“ ექსპერტიული საზოგადოების მონაწილეობით, საკონსულტაციო კომპანია „ACT“-თან თანამშრომლობით, კვლევის: „საავტორო უფლებების ასოციაციებთან და აღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებული დამოკიდებულებები“ პრეზენტაცია გამართა.

როგორც ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, კვლევის ინტერესი განაპირობა, ერთის მხრივ სამართლის სფეროში საკითხზე მიმდინარე დისკუსიამ, მეორეს მხრივ საერთო სასამართლოებში არსებული დავების სიმრავლემ და კანონმდებლობის ანალიზმა.

„დოკუმენტი მოიცავს აქტიურ საკითხებს, როგორიცაა საავტორო უფლებების დაცვის ორგანოზაციებით სარგებლობის პრაქტიკა და მომსახურებით კმაყოფილის შესწავლა, საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობა და დამოკიდებულებები, მონაცემთა შედარება. შესაბამისად, კვლევის მიზანი იყო, წინასწარი განწყობების ნაცვლად, დემოკრატიულ საზოგადოებაში, საკითხთან მიმართებით, ხელი შეუწყოს ობიექტური შეხედულებების გაჩენას და ჯანსაღ დისკუსიას, რათა ავტორს და შემსრულებელს, ბიზნესს და მომსახურების სფეროს ჰქონდეს დაცულ სამართლებრივ გარემოსა და კონკურენტულ ურთიერთობებში განვითარების შესაძლებლობა.

კვლევამ აჩვენა, რომ ავტორებს სურვილია ჰქონდეთ არჩევანის საშუალება და უფლება იმისა, რომ გაწევრიანდნენ იმ საავტორო ასოციაციაში, რომელშიც მათ სურთ. იმისათვის რომ, ავტორებს სწორად გაუნაწილდეთ ჰონორარი, აუცილებელია რეპერტუარის აღრიცხვა ტექნოლოგიის გამოყენებით.

კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ დასახვეწია, რათა დაცული იყოს რეალურად ავტორ-შემსრულებლების უფლებები და ამავდროულად, ბიზნესი ვალდებული უნდა იყოს გადაიხადოს ლიცენზირებული მუსიკის გამოყენებისთვის შესაბამისი ტარიფი. კვლევაში კარგად ჩანს, რომ საავტორო უფლებებთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით ნაკლებად ინფორმირებულები არიან როგორც ავტორები, ისე მოსარგებლეები და საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ მათი ცნობიერების ამაღლებაზე.“- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის კალენიკე ურიდიას თქმით, ავტორ-შემსრულებლები და ბიზნესს ოპერატორები არ ფლობენ ამომწურავ და საკმარის ინფორმაციას.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის, რომ აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე ასოციაცია, რომელიც შეძლებს ამ სფეროში ოპერირებას, რათა კონკურენტული გარემო შეიქმნას და ავტორ-შემსრულებლებსა და ბიზნესს სექტორში დასაქმებულ პირებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩევანისა იმ კონკრეტული ასოციაციის, რომელიც მათ ინტერესებში ჯდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ტექნოლოგიური ცვლილება, რომელიც ამ კუთხით უნდა განხორციელდეს. ტექნოლოგიურ ცვლილებაში ჩვენ ვგულისხმობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც შეეხება აღრიცხვების კომპონენტს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შემოქმედებით აღირცხვებს, ამ შემთხვევაში გაჟღერებული მელოდიების ჭრილში, ეს უნდა მოხდეს ტექნოლოგიების გამოყენებით და არა უშუალოდ ხელით, რომელსაც დღეს აკეთებენ ასოციაციები.

ავტორ-შემსრულებლები და ბიზნესს ოპერატორები არ ფლობენ ამომწურავ და საკმარის ინფორმაციას მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელიც თავის მხრივ ნაკისრია ასოცირების ხელშეკრულებით. საავტორო უფლებები არის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია იმისათვის, რომ ეს პროცესი იქნეს დაჩქარებული.“ - განაცხადა კალენიკე ურიდიამ.

აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია დაეფუძნა, ერთის მხრივ მუსიკალური ნაწარმოების შემსრულებლებისა და ავტორების, მეორეს მხრივ კი საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებებით (მუსიკა, რეპერტუარი) მოსარგებლე ობიექტების მენეჯერებისა და მფლობელების აზრის შესწავლას.

რესპონდენტები თანხმდებიან, რომ საავტორო უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ხელოვანი ადამიანების პატივისცემის, ასევე მათთვის შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფით. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ბიზნესის წარმომადგენელთა შორის არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის და ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ. კითხვაზე, თუ რა სახის პრობლემებია საქართველოში ამ კუთხით, რესპონდენტთა ნაწილს პასუხი არ გააჩნია. ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემა კანონის არასათანადოდ აღსრულება და კონტროლის არარსებობაა. არ ფიქსირდება ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებითაც, თუ ვის უნდა ებაროს პროცესი: საავტორო უფლებების დაცვის ნებისმიერ ორგანიზაციას, სასამართლოს, ადვოკატს, სახელმწიფო უწყებებს და სხვა.

კვლევის შედეგების მიხედვით, ავტორ-შემსრულებელთა უმრავლესობა (46% v.s 39%) მიიჩნევს, რომ  სფეროების, დარგების შესაბამისად, მასში ნებაყოფლობით გაერთიანების შესაძლებლობით, საავტორო უფლებების მმართველი რამდენიმე ასოციაცია შეიძლება არსებობდეს. უმრავლესობა ერთი და იმავე ასოციაციის მიერ საავტორო უფლებების აღრიცხვისა და ჰონორარის განაწილებასაც (62% v.s 24%).

რესპონდენტთა დიდი ნაწილი (65% v.s 16%) მიიჩნევს, რომ ავტორ-შემსრულებლის ჰონორარის გადახდა უნდა ხდებოდეს ნაწარმოებების ფაქტობრივი გამოყენების, გაჟღერებული რეპერტუარის პროპორციულად, ნაცვლად რეიტინგებისა. იკვეთება ტენდენცია, რომლის თანახმადაც, ავტორ-შემსრულებლები სიღრმისეულად არ იცნობენ ანაზღაურების აღრიცხვისა და ჰონორარის განაწილების შესაძლებლობებს. შედეგად, მიიჩნევენ, რომ საავტორო უფლებები სახელმწიფოს პრიორიტეტულ საკითხებს შორის უნდა არსებობდეს (88% v.s 5%).

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ მოცემული მომენტისთვის საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით მოქმედი ორი ასოციაციიდან (გერა და ჯისიეი) მომხმარებელთა კმაყოფილების ტონი განსხვავებულია. გერა-ს წევრი ავტორ- შემსრულებლები კმაყოფილნი არიან მასთან თანამშრომლობით (8,38 ქულა) და რეკომენდაციას უწევენ (8,78 ქულა).

მათი თქმით, კომპანიას პროფესიონალი თანამშრომლები ჰყავს, ასრულებენ დაპირებას და გვერდში უდგანან მათ, აქვთ ჰონორარის გამოთვლის მარტივი, გამჭვირვალე სქემა და თანხის მიღება ხდება ყოველთვიურად და პუნქტუალურად. საგულისხმოა, რომ დღეს გერა-ს მომხმარებლების თითქმის ნახევარს (46%) შეადგენს წარსულში ალტერნატიულ კომპანიებში გაწევრიანებული ავტორ-შემსრულებლები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ძველი ორგანიზაცია, მათი თქმით, გერა-ს იღებენ ბევრად მაღალ ანაზღაურებას (3-6 ჯერ მეტს) და თავს დაფასებულად გრძნობენ.

რაც შეეხება ჯისიეის, რომლით კმაყოფილების დონეც 6.95 ქულით განისაზღვრება, შედარებით კრიტიკულად ფასდება საკუთარი მომხმარებლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ხაზს უსვამენ მენეჯმენტის/თანამშრომლების კომპეტენციას, ასევე გამოცდილებას და მოტივაციას ავტორთა უფლებების დაცვაზე, უკმაყოფილების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ჰონორარის გამოთვლის რთული, ბუნდოვანი სქემა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ სქემის განმარტების მოთხოვნის შემთხვევაში, ცალკეულ პესპონდენტს აქვს უხეში ან დამამცირებელი პასუხის მიღების გამოცდილება. ჯისიეი დაბალ შეფასებას იმსახურებს ანაზღაურების ოდენობის გამოც, რომელიც თავის მხრივ, 3,6 თვეში, წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არ ირიცხება. ნაწილი ამ სიტუაციას საკუთარი არააქტიურობით და პანდემიის გავლენით ხსნის, ნაწილი კი გამოსავალს გერა-ში გადასვლაში ხედავს.

კვლევა ცალკე პასუხობს საავტორო უფლებების სარგებლობის აღიცხვიანობის საკითხსა და პრობლემას, სადაც მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესის წარმომადგენელთა აზრი. ისინი აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია სეზონურობის, დატვირთვის დონის გათვალისწინება, რასაც სკამების დათვლის პრინციპი ვერ უზრუნველყოფს, ნაკლებად იმსახურებს მათში მოწონებას მუსიკის გაჟღერების მიხედვით აღრიცხვის პრინციპიც. დგინდება, რომ სქემებს შორის მოსარგებლეებისთვის შედარებით მისაღებია კვადრატულობის მიხედვით აღრიცხვა.

ასეთ შემთხვევაში, მოსარგებლეები ფიქრობენ, რომ საკითხის გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა კვადრატულობის დაფიქსირება იჯარის ხელშეკრულებებში. აღნიშნული სქემის უპირატესობად სახელდება ის, რომ დატვირთვიდან გამომდინარე, არსებობს განსხვავება დიდი და მცირე ზომის ობიექტების გადასახადს შორის.

დგინდება, რომ ბაზარზე ოპერირების ხანგრძლივი ვადიდან გამომდინარე, ჯისიეის გრძელვადიანი თანამშრომლობის გამოცდილება გააჩნია ბიზნესის წარმომადგენლებთანაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მისი მომხმარებლების გარკვეული ნაწილი დღეს სარგებლობის „ROZUM“-ის ინოვაციური სერვისით, რომელიც ერთადერთია საქართველოში და რომლის საშუალებითაც ობიექტზე აღირიცხება მუსიკალური რეპერტუარი, თუმცა რა მუსიკა გაჟღერდა, ვის მიერ იქნა შესრულებული და რამდენჯერ „ROZUM“-ი ყველა სფეროს საჯარო სივრცეს აფორმებს ლიცენზირებული მუსიკით.