ზუგდიდში ტრადიციული საშობაო მსვლელობა დაიწყო

ზუგდიდი

ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან სამღვდელოებასა და მრევლთან ერთად მეალილოებმა მსვლელობა დაიწყეს.

2025 წლის საშობაო ალილო ზუგდიდში 7 იანვარს, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდება.

ამ დღისთვის შეგროვილი ტკბილეული და ნობათი კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდება.

 

მსვლელობის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები საზეიმო პარაკლისს გადაიხდიან.