ირანმა დრონით ისრაელის ქალაქ ბეთ-შეანს შეუტია - მედია
1750499010
თუ ჩვენს ქვეყანაში შემცირდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების გზა დაწყებულია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
მისი შეფასებით, საქართველოსადმი დამოკიდებულება „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ტესტი იქნება.
„თუ ჩვენს ქვეყანაში შემცირდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, ვთქვათ, რომ „დიფ სთეითის“ დამარცხების გზა დაწყებულია. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ტრამპს და მის ადმინისტრაციას, რომ საბოლოო ჯამში მისი დაწყებული საქმე „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში ბოლომდე მივიდეს.
ამ ყველაფრის მაგალითი და ტესტი იქნება საქართველოსადმი დამოკიდებულებები, რომლებიც, ვხედავთ, რომ კიდევ უფრო გამძაფრებულია. კიდევ უფრო მეტად გავეშებულად ცდილობენ „დიფ სთეითისგან“ მართული ადამიანები, რომ განსაკუთრებული თითის ქნევით, შანტაჟით, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, როგორმე ამოაყირაონ ეს ქვეყანა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ტრაგედია გურამ შეროზიას ოჯახში
1750507634
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
1750518840