ზუგდიდის ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაცია ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა

დაინიშნა

ზუგდიდის ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაცია ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში და აცხადებენ,რომ საკადრო ცვლილება როტაციის ფარგლებში განხორციელდა.

ირაკლი ფაცაცია ზუგდიდის სამმართველოს უფროსის თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იკავებდა.

ჯერჯერობით უცნობია,თუ ვინ დაიკავებს ფაცაციას თანამდებობას ზუგდიდში.