დანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 24 მარტს გაიმართება

დანია

დანიის პრემიერ-მინისტრმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, რომელიც 24 მარტს გაიმართება.

კანონმდებლობის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები დანიაში 31 ოქტომბრამდე უნდა გამართულიყო.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, არჩევნების დროზე ადრე გამართვის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ რეიტინგის ზრდას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის მუქარასთან, მოახდინოს დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიის ანექსია.

„მე რეკომენდაციით მივმართე მეფეს, რომ არჩევნები გაიმართოს 24 მარტს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ფრედერიქსენმა ახსენა ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის არსებული დაძაბულობა და თქვა, რომ მისი მთავრობა არჩევნებამდე სიფრთხილეს შეინარჩუნებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა დანიაში წინასაარჩევნო კამპანიაა, მსოფლიო ვერ მოიცდის. როგორც ყველამ იცით, კონფლიქტი გრენლანდიის გარშემო არ დასრულებულა. მთავრობა, ცხადია, განაგრძობს დანიის ინტერესებზე ზრუნვას“, – განაცხადა დანიის მთავრობის მეთაურმა.