ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს
1772117534
ნანუკა ჟორჟოლიანი ქოლცენტრების საქმეში ბრალდებულ ელისო კილაძის ფარული ჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს.
ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა.
საუბარია ფარულ აუდიოჩანაწერზე, სადაც ბრალდებულები ელისო კილაძე და ჯიბლაძე განიხილავენ, როგორ "ჩაძირონ" კონკურენტი ქოლცენტრები . ერთ ფრაგმენტში კილაძე ახსენებს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს.
პატიმრობაში მყოფი ელისო კილაძე ამბობს, რომ ჩანაწერი ავთენტიკური არაა.
საუბრის სწორედ იმ მონაკვეთს, სადაც კილაძე ჟურნალისტს ახსენებს, გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი. მისი თქმით, აღნიშნული საუბარი ნამდვილია.
ნახეთ აუდიოჩანაწერი ⇓
„დაახლოებით ორი თვის წინ კუსტარულად გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ელისო კილაძე თავის მეგობართან დიალოგში მახსენებს მე. მგონი არ უარსებია ამბავს, სადაც მე ვუხსენებივარ ვინმეს და განმარტებას არ ვაკეთებ.
ყველაზე დიდი დისკომფორტი ჩემთვის არის, როცა მე მახსენებენ და მე ვერ ვპასუხობ. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს აუდიოჩანაწერი დაიდო, რადგან ელისომ თქვა, რომ ეს არის „ფეიკი“ და მიმართა შესაბამის სამსახურებს, რომ დაედგინათ ამ აუდიოჩანაწერის ნამდვილობა, მე გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ ამ დიალოგის შინაარსი ნამდვილია, იქნებოდა ძალიან არასწორი. მით უფრო, მას შემდეგ, რაც ის დააკავეს. პირველწყარო მე არ მინდოდა ვყოფილიყავი, ამიტომ დაველოდე ექსპერტიზას, რომ მათ ეთქვათ, ვალიდურია ჩანაწერი თუ არა.
რადგან ექსპერტიზის პასუხი უკვე არსებობს, გადავწყვიტე განმარტება გავაკეთო. ეს აუდიოჩანაწერი უნდა იყოს გაკეთებული დაახლოებით ერთი წლის ან უფრო დიდი ხნის წინ, როდესაც მე დამიკავშირდა ჩემი ბუღალტერი და მითხრა, რომ ვეღარ ახერხებდა ოფისის ქირის გადახდას, რომელიც ჩვენ გვქონდა ნაქირავები ფანჯიკიძის პირველში, მერვე სართულზე, იმიტომ რომ ბუღალტერი და კონკრეტული საკონტაქტო პირი, თორნიკე, ხაზზე არ გამოდიოდა.
მან მითხრა, რომ ორი თვე იყო გასული და ოფისის ქირას ვეღარ ვიხდიდით - დამეხმარე, ვერავის ვპოულობ, ვისაც შეიძლება დავუკავშირდეო. სწორედ აქ ვთხოვე მე ელისოს დახმარება, იმიტომ რომ ის ადამიანია, ვისგანაც მე ფართი მქონდა ნაქირავები და ვისაც ელისო კილაძე ამ აუდიოჩანაწერში ესაუბრება“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.