1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რაჭა - ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ - გიორგი მაქარაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან, ერთად, სოფ. ზუდალი-სევის გზის მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სოფ. ზუდალი-სევის საავტომობილო გზის 900 მ. სიგრძის მონაკვეთს (აბაიშვილების უბნამდე) მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოსწორების და დაპროფილების სამუშაოები. ასევე, იგება ასფალტი-ბეტონის საფარი.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10” ასრულებს. პროექტის დასრულება, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები, საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 371 335 ლარს შეადგენს.