1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
15 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ რომან ჯოხაძეს უმასპინძლა.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის, 4 წლიან ანაზღაურებად საკონტრაქტო სამსახურის შესახებ ინფორმაციის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
პროექტი მოიცავს 45 დღიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადების კურსს, რომელიც გადანაწილებულია 12 თვეზე. რეზერვისტები გაივლიან როგორც პრაქტიკულ, ასევე, თეორიულ მომზადებას და დაეუფლებიან რეალურ საბრძოლო უნარ -ჩვევებს, რეზერვისტებს თვეში 2 დღე მოუწევთ შეკრება.
რეზერვისტების ბატალიონები ყალიბდება ტერიტორიული პრინციპით, რეზერვში მიიღებიან, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით.
მიღების პროცედურები:
სამხედრო-სამედიცინო შემოწმება;
ფსიქოლოგიური ტესტირება;
გასაუბრება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, გენერალ რომან ჯოხაძეს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და პროგრამის პოპულარიზაციაში თანადგომა აღუთქვა, რის შემდგომაც მერის წარმომადგენლებს მიეცათ მითითება მაქსიმალურად მოახდინონ მოსახლეობაში ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელება. შეხვედრის ბოლოს, სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.