1747598145
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს. წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მიმდინარეობა.
გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ ინფორმაცია, თავიანთ თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
სამუშაო შეხვედრას, ესწრებოდნენ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში - ირმა ჩიხრაძე და შპს “ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს ხელმძღვანელი, კახაბერ ჩიკვილაძე.