პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ხუთდღიანი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შედეგად, სოფელ შილდის ტყეში, ამ დროისათვის ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები და მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.
პარალელურად, სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ცნობისთვის, ხანძარი სოფელ შილდის ტყეში 1 სექტემბერს გაჩნდა. მეხანძრე მაშველები,თავდაცვის ძალები,სატყეო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები, ცეცხლის ლოკალიზებას 5 დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
ხანძრით დაზიანებული ტყის ფართობის რაოდენობა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.