VIDEO: ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი აღმოაჩინეს

ნიქოზი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის დიდგვაროვნის სამარხი აღმოაჩინეს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი ავრცელებს.

„საოცარი აღმოჩენა ქვემო ნიქოზში. ეს გახლავთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტი, რომელიც გორის მერიის დახმარებით ხორციელდება. დიდი მადლობა, ცნობილ ქართველ არქეოლოგს, ბატონ გოგი მინდიაშვილს, რომლის შრომამ დიდი შედეგი მოიტანა.

დიდი მადლობა არქეოლოგ ირაკლი სოზაშვილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტშია ჩართული.

მარადიული ნათელი სოსო ალიმბარაშვილის სულს, რომელიც დღიდან გათხრების დაწყებისა, ამ პროექტში აქტიურად მონაწილეობდა და ხარობდა ჩვენი კუთხის უძველესი ისტორიის გაცოცხლებით“, - წერს სოციალურ ქსელში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მე არ ვეკუთვნი ჩემს თავს, მზად ვარ, შევასრულო პუტინის ნებისმიერი ბრძანება, თუნდაც შედეგი იყოს სიკვდილი - რამზან კადიროვი

VIDEO: შიდა კამერამ დააფიქსირა, როგორ გაანგრია წყლის ძლიერმა ტალღამ შენობის კედელი (აშშ)

სი ძინპინი ინდოეთში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს სავარაუდოდ არ დაესწრება - მედია