პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი სავარაუდოდ გამოტოვებს ინდოეთში მომავალ კვირას დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სააგენტო „როიტერი“ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტოს „დიდი ოცეულის“ რამდენიმე ქვეყნის დიპლომატებმა და მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, მათ შორის ორმა ინდოელმა მაღალჩინოსანმა, სამიტზე ჩინეთის სახელით მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ლი ციანი. „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეხვედრა ნიუ-დელიში 9-10 სექტემბერს გაიმართება.
„დიდი ოცეულის“ სამიტი განიხილებოდა, როგორც აშშ-ის და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა. მათი ბოლო შეხვედრა გასულ წელს ნოემბერში, ბალიზე გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ის ნიუ-დელიში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება და რუსეთს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს.