გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ
1770722037
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი ახალციხელ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ. ახალგაზრდა სპორტსმენებმა სხვადასხვა ეროვნულ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილები დაიკავეს.
სპორტში მიღწეული წარმატებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელის პოპულარიზაციისათვის თორნიკე ხუციშვილს, ასია აივაზინას, ანი რასტაგიანს, სოფი ყურმაშვილს, საბა ნებაძეს, ოგანეს გრიგორიანს და არტურ აღაბაბიანს მადლობის სიგელები გადაეცათ. ასევე, სპორტსმენები და მათი მწვრთნელები მერის პროგრამის ფარგლებში ფულად ჯილდოებს მიიღებენ.
„მიხარია, რომ 2026 წელი წარმატებით დაიწყო ჩვენი სპორტსმენებისთვის და გამარჯვებით დაბრუნდით ეროვნული ჩემპიონატებიდან. გილოცავთ მიღწეულ შედეგებს და წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც. მერია ყოველთვის გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას“ - აღნიშნა შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა.