ყველა ადმინისტრაცია დროულად არ წყვეტს პრობლემებს და აქედან დასკვნების გამოტანაა საჭირო, არსებობს კითხვები კრივოი როგთან დაკავშირებით - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა კრივოი როგის ხელმძღვანელობა რუსეთის იერიშებისგან გამოწვეულ პრობლემებზე დაგვიანებული რეაქციის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან დეტალურად განიხილა სუმის, ხარკოვისა და პოლტავას რეგიონებიდან მიღებული ანგარიშები, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად ყველაზე რთულია.

მისი თქმით, ყველა ადმინისტრაცია დროულად არ წყვეტს პრობლემებს და აქედან დასკვნების გამოტანაა საჭირო.

უკრაინის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს კითხვები კრივოი როგთან დაკავშირებით.

„ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირება ელექტროენერგიის გახანგრძლივებულ გათიშვასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ხშირად დაგვიანებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამ რეგიონში საჰაერო ძალებმა ასევე გაცილებით სწრაფად უნდა იმოქმედონ, რათა დრონებისგან დაცვის შესაძლებლობა გაზარდონ.