მეცნიერების თქმით, 2026-2027 წლების ამინდის პროგნოზი თავდაყირა დგება - რა ვიცით ელ-ნინიოს შესახებ
1780152176
ინციდენტი ქუთაისის მერიაში - არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მერიის შესასვლელი დაარბია. დამტვრეულია მინები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. თვითმხილველების თქმით, უცნობმა მამაკაცმა მერიას ქვები დაუშინა და მინები ჩაამტვრია. მათი ინფორმაციით, მამაკაცი უკრაინის მიმართ, მთავრობის დამოკიდებულებას აპროტესტებდა.
ინციდენტი სამუშაო საათებში მოხდა, რა დროსაც ადგილზე მერიის თანამშრომლები მუშაობდნენ და მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. რომლებსაც შეეშინდათ და მაგიდების ქვეშ დაიმალნენ.
მერიის დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.