ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების ახალი თანამედროვე სტადიონი აშენდება

ტყიბული

ტყიბულში საერთაშორისო სტანდარტების ახალი თანამედროვე სტადიონი აშენდება. 
მუნიციპალიტეტის მერი, დავით კუბლაშვილი მოადგილეებთან ერთად,  სტადიონის რეაბილიტაციის არქიტექტორული იდეის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის შპს ,,NS  სტუდიოს“ წარმომადგენლებს შეხვდა  და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების

დეტალები  განიხილა.  სტადიონის არქიტექტორული იდეის  შესახებ  კონკურსი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს უეფას სტანდარტებს და გულისხმობს მესამე კატეგორიის არენის მოწყობას, რომელიც შემოთავაზებული დიზაინით გათვლილი იქნება 4500 ადამიანზე. პროექტის ფარგლებში  განხორციელდება ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის  სტადიონის დემონტაჟი და მის ადგილას  ახლის მშენებლობა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ საპროექტო ჯგუფს  სტადიონზე არსებულ მდგომარეობა ადგილზე გააცნო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში გასათვალისწინებელ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.