1774906632
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფეინთბოლში ჩემპიონატი გაიმართა
საქართველოს ფენთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფეინთბოლში ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საცურაო აუზის მიმდებარედ არსებულ მინი-სტადიონზე ჩატარდა.
ფეინთბოლი გუნდური ექსტრემალური სპორტის სახეობაა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების იმიტაციურ თამაშს წარმოადგენს. მისი მიზანი ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება.
საუკეთესო ტაქტიკური უნარ-ჩვევების გამოვლენის შედეგად გამარჯვებული უკვე მეორედ, გახდა გუნდი „პიკოლა." ჩემპიონებსა და პრიზიორებს ფედერაციისაგან საჩუქრედ თასები გადაეცათ.










