ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში იაპონიის ელჩთან შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში იაპონიის ელჩთან შეხვედრა შედგა

8 ივლისს, პროექტის ,,ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის", გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იაპონიის ელჩი საქართველოში- მისი აღმატებულება იშუძუკა ჰიდეკი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზალკანიანი, მერის მოადგილეები მამუკა ხიმშიაშვილი, რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

პროექტი ითვალისწინებს ერთი ერთეული მძიმე ტექნიკის გადაცემას, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მომხდარ ზვავებზე, მეწყერზე, წყალდიდობასა და სხვა კატასტროფებზე. ამასთან, უზრუნველყოფს უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს მოსახლეობისთვის. 

პროექტი განხორციელდა  გრასუტების საგრანტო პროგრამის  ( GGP) ფარგლებში, რომელიც დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა.

იაპონიის ელჩმა, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, დაათვალიერა ცაგერის ისტორიული მუზეუმი და სურათების გალერეა, გაეცნო ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობებს.