„ქვეყნები, რომლებიც თითქოს ეწინააღმდეგებიან ამ ტერორიზმს, მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ - რა სირცხვილია“ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს პასუხობს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს პასუხობს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ემანუელ მაკრონის ინიციატივა, ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყდეს, სამარცხვინოა. მანამდე საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელს ღაზაში სამხედრო მოქმედებების გასაგრძელებლად საჭირო იარაღის მიწოდება უნდა შეუწყდეს.

„ყველა ცივილიზებული ქვეყანა მტკიცედ უნდა იდგეს ისრაელის გვერდით, თუმცა პრეზიდენტი მაკრონი და ზოგიერთი სხვა დასავლელი ლიდერი მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ. სირცხვილი მათ. ირანი აწესებს ემბარგოს ჰეზბოლაზე, ჰუსიტებზე, ჰამასზე და მის მოკავშირეებზე? - რა თქმა უნდა - არა. ქვეყნები, რომლებიც თითქოს ეწინააღმდეგებიან ამ ტერორიზმს, მოუწოდებენ ისრაელზე იარაღის ემბარგოსკენ. რა სირცხვილია. ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით თუ მათი მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი გაგრძელდება ომის მოგების შემდეგაც“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.