„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა და განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტების მიზანია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. სამუშაოები ხორციელდება მცირე მასშტაბის სკოლების სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში და სრულად ფინანსდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.
სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში ხორციელდება შიდა სივრცის რეაბილიტაცია: განახლდება სკოლის შესასვლელი, გარემონტდება მესამე სართულის საკლასო ოთახები და დერეფანი, იცვლება ელექტროგაყვანილობის სისტემა.
სოფელ ჭოგნარის სკოლაში პირველად მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
ამავე პროგრამის ფარგლებში უკვე დასრულდა სოფელ ნაგარევის სკოლის სახურავის სრული რეაბილიტაციაც.
საერთო ჯამში, სკოლების რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობაზე 400 000 ლარამდე დაიხარჯება.