სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველთათვის

აშშ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელებისთვის ქვეყანაში შესასვლელად ახალი წესის შემოღებას გეგმავს. როგორც NBC იტყობინება, საუბარია იმაზე, რომ აშშ-ში ჩასვლის მსურველებმა სოციალური მედიით სარგებლობის ბოლო 5 წლის ისტორია უნდა წარადგინონ.

ეს სავალდებულო იქნება ქვეყანაში პირველად ჩამსვლელებისთვის, მიუხედავად იმისა სჭირდებათ თუ არა მათ ამერიკაში შესასვლელად ვიზა.

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის მცხოვრებლები იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთა ვიზიტორებსაც აშშ-ში შესასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, რამაც, შეტყობინების თანახმად, შესაძლოა მოგზაურებისთვის დამატებითი დაბრკოლება შექმნას.