თელავში ხანძრის შედეგად დამწვარი სახლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

ხანძარი თელავში

თელავში ხანძრის შედეგად დამწვარი სახლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ძლიერმა ცეცხლმა სახლის ნაწილი გაანადგურა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი ნაწილიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის სახურავს გაუჩნდა და მთელ შენობაზე სწრაფად გავრცელდა.

სახლის მეპატრონემ შენობის დატოვება დროულად შეძლო.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს.

წინასწარი ინფორმაციით , ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

შემთხვევის ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი იმყოფებოდა.

მისი განმარტებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახისათვის დახმარების გაწევის ფორმასა და სახლის აღდგენაზე იმსჯელებს.