პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო მფრინავი ზაზა ლორია, რომელსაც 37-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
რამდენიმე წლის წინ ზაზა ლორია თავის პროფესიაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ როდესაც რთულ დავალებაზე მიდიხარ, შიშს ვერ გრძნობ.
„შიშის გრძნობა არ გეუფლება როდესაც დაფრინავ, როდესაც მიდიხარ დავალებაზე. როდესაც ბრუნდები და აანალიზებ, სად იყავი, რა გააკეთე, მაშინ უფრო არის შიშის გრძნობა, ვიდრე ფრენის დავალების შესრულების დროს.
ასეთი გამონათქვამიც არის, ერთხელ თუ დაავადდი ამ პროფესიით, ვეღარ განიკურნები, მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველთვის გინდა ჰაერში იყო და იფრინო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მფრინაობა, ძალიან საამაყო პროფესიაა, ალბათ ყველაზე უფრო დიდი გრძნობა გეუფლება, როდესაც სამაშველო ოპერაციას ატარებ, ადამიანებს ეხმარები, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა – ეს უფრო დიდ სტიმულს აძლევს მფრინავს და კიდევ და კიდევ მეტი საგმირო საქმეებისკენ გიბიძგებს” – ამბობდა ზაზა ლორია.
გადაცემა „იმედის გმირებმა“ მფრინავ ზაზა ლორიაზე 2 წლის წინ სიუჟეტიც მოამზადა.