ცნობილია ორი მაშველის ვინაობა, ვინც დღეს, გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა

მაშველები

დღეს, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დროს 2 მაშველი დაიღუპა.

კახა ტორჩინავასა და გიორგი მარგიანს მეგობრები სიყვარულით იხსენებენ. „საუკეთესო მაშველები და ვაჟკაცობის ეტალონები იყვნენ. ვამაყობ ძმებო თქვენს გვერდით ნამუშევარი ყოველი წუთით“. - წერენ სოციალურ ქსელში. 

 

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა.

კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების მოსაძებნად წავიდა.

ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ბორტზე მყოფი რვა ადამიანი: ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.