„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში, ტყეს ცეცხლი უკიდია.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს გაუჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში, სოფლიდან 4 საათის სავალზეა და რთული რელიეფიდან გამომდინარე ადგილზე მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი.
სოფელში ხანძარი საღამოს შენიშნეს და სახანძრო- სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
ართანაში ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გამთენიისას დაიწყება.
ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.