ხანძრის შედეგად დედა სამი შვილით უსახლკაროდ დარჩა

ხანძარი სამტრედიაში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში, ნინოშვილის ქუჩის 15 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც მარტოხელა, ხუთი შვილის დედა სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაციას და კადრებს გურიანიუსი ავრცელებს.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძარი, და სავარაუდოდ, ძველ ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.

უსახლკაროდ დარჩა სოციალურად დაუცველი მარტოხელა, ხუთი შვილის დედა, რომელთანაც ამჟამად სამი არასრულწლოვანი, 15, 11 და 9 წლის შვილები ცხოვრობდნენ. ეს სახლი მზეო ჩაჩუას ბანკის სესხით ჰქონდა შეძენილი და ვალი ჯერაც არ  აქვს გადახდილი. დაეწვათ, რაც კი გააჩნდათ. დარჩენილები არიან იმ ტანსაცმლის ამარა, რაც ეცვათ. ისინი დროებით, მეზობელმა შეიკედლა.“ - თქვა  „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთმა მეზობელმა.