კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ17-კმ24 (ზაჰესი-წიწამური) მონაკვეთზე გარე განათების არსებული ქსელის დემონტაჟის და ახლის მოწყობის სამუშაოები იწყება.
ზაჰესი-წიწამურის 8 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების ქსელი 2008 წელს მოეწყო. თუმცა არსებული ქსელი ამ დროისთვის ავტომაგისტრალის განათების თანამედროვე სტანდარტს არ შეესაბამება. პროექტის შესაბამისად, დაგეგმილია გარე განათების არსებული (საყრდენი ბოძები, სანათები, ავტომატური ამომრთველები, ელ.სადენები, გამანაწილებელი კარადები და ძალოვანი სატრანსფორმატორო ქვესადგური) ქსელის დემონტაჟი და მის ნაცვლად თანამედროვე ახალი საყრდენი ბოძების და ლედ სანათების მოწყობა შესაბამისი აქსესუარებით. ასევე, განათების ავტომატური დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვილი ელ.გამანაწილებელი კარადის და ძალოვანი სატრანსფორმატორო ქვესადგურის მოწყობა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში გაზრდილი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის ინტენსივობის პირობებში, საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას. ავტომაგისტრალის განათება იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გაიზრდება ღამის პერიოდში საავტომობილო გზის მოსარგებლეთა მიერ გარემო-პირობების უკეთ აღქმა, რაც მათ კომფორტულად გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები 6 თვის მანძილზე გაგრძელდება.სამუშაოების განხორციელების პერიოდში მოხდება საავტომობილო გზის ნაწილობრივი შეზღუდვა და საავტომობილო გზის მონაკვეთის გარე განათების ქსელის მინიმალური პერიოდით გათიშვა.