ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში რაგბის სტადიონის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა რაგბის მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და განათების თანამედროვე სისტემა.
ასევე, გათვალისწინებულია გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
"მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად აგრძელებს რაგბის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჟამად მიმდინარეობს რაგბის 12 სტადიონის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება 80 მილიონ ლარამდეა. ამასთან, დაგეგმილია კიდევ 32 რაგბის სტადიონის მშენებლობა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ამ დროისთვის რაგბის ტექნიკური ცენტრების პროექტირება და მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში, ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში, წყალტუბოში, სურამში, ბოლნისში, გურჯაანში, სტეფანწმინდაში, წეროვანში, ასევე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.