რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1737524393
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს - პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე განაცხადა.
„ გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური ინიციატივა განათლების სფეროში: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, დედით ან/და მამით ობოლ სტუდენტს, რომლის ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატება 2000 ლარს - პირველი კურსის პირველი სემესტრი დაუფინანსდება 400 ლარით. ხოლო, ყოველი მომდევნო სემესტრის დაფინანსება განისაზღვრება, წინა სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობით: 71-დან 80 ქულამდე 300 ლარით, 81-დან 90 ქულამდე - 500 ლარით, ხოლო 91-დან 100 ქულამდე - 600 ლარით. ეს იქნება ის მოკრძალებული წვლილი, რასაც დამატებით ჩვენი მუნიციპალიტეტი გააკეთებს სტუდენტებისთვის,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.