ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მაწიმი დააზიანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქარმა, რომელიც დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
სახურავი აქვს გადახდილი რამდენიმე საცხოვრებელი სახლს, დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. წაქცეულია სიმინდის ნარგავები.
ამ დროისათვის, სოფლის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.
სოფელში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და ქარისგან დაგლეჯილი ხეებით ჩახერგილ გზებს ათავისუფლებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ზარალის დათვლა ხვალ, დილიდან დაიწყება.
1 თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1790710427