„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში პრიორიტეტები შეირჩა

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. დასახლების საერთო კრებები ამჯერად სოფლებში: ტბაზე, სადგერში, ცემსა და ლიბანში გაიმართა.

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი ძირითადი პრიორიტეტები და საჭიროებები ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის განსახორციელებლად, ბორჯომის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 პროცენტი დაემატება.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები — გენადი მუმლაძე და რევაზ ლაშხი ესწრებოდნენ.