თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო - რას წერს ადგილობრივი მედია
1739691921
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024"-ის ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ბერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.