რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება

ფესტივალი

11 და 12 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში, „ოქსიგენ-ფესტი“- 2026 გაიმართება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს 19:00 საათიდან გაიხსნება.

„ხმაური სიხარულისთვის“- ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი, რუსთავის სკოლების 2026 წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213 წარმატებული ახალგაზრდა გაივლის, რომლებსაც ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპორნსორების მიერ მომზადებული უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

„ოქსიგენ-ფესტის“ საფესტივალო სივრცე 11 ივლისს ჰიპ-ჰოპის მოყვარულებს უმასპინძლებს.

12 ივნისს კი „ოქსიგენის“ სცენას ჯგუფი „რეგიონი“, „შერეკილები“, „ჯეობით პროდაქშენი და მეგობრები“, „პაპანუსი“ და „ალუზია" დაიკავებენ. „ოქსიგენ ფესტი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანარგანიზატორები „ოქსიგენის“ შემოქნედებითი ჯგუფი და რუსთავის მერია არიან. მუსიკალუსი ფესტივალის მთავარი სპონსორი - „აზოტი ინდორამა“.