პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავის ბიუჯეტი 100 მილიონი ლარი გახდა. გასულ წელთან შედარებით 50 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, ქალაქს ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, 2022 წლის დასაწყისიდან უკვე მეორედ გაზრდილი ბიუჯეტი ახალ რუსთავში მასშტაბური პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
„რუსთავის ბიუჯეტი უკვე 100 მილიონი ლარია. გასულ წელთან შედარებით 50 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, ახალი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. ჩვენ, უახლოეს მომავალში რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაციას დავიწყებთ, პროექტი მასშტაბურია, მოეწყობა ახალი მწვანე სივრცე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი სისტემით, ამასთანავე რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოწესრიგდება ყველა ცენტრალური მოედანი, მოეწყობა მწვანე ზოლები. რუსთავისთვის ეს ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები იქნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი თანხით, ქალაქის შემოსასვლელში, თამარ მეფის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება, ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულები, სარწყავი სისტემა, თანამედროვე გარე განათება, რეკრეაციული სივრცეები, ბორდიურები, სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურაც განახლდება. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შარტავასა და რუსთაველის სახელობის მოედნებსაც და ქალაქის შემოსასვლელიდან, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნამდე, ოთხი სრულიად განახლებული სივრცე გაჩნდება.
მესხიშვილის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, უახლოეს პერიოდში დიდების ხეივნისა და თავგორაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება. პროექტის მიხედვით, რესტავრაცია ჩაუტარდება დიდების ხეივანში არსებულ მემორიალებს. ახლო მომავალში კლდიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და არაფორმალური განათლების ცენტრის-მედიათეკის მშენებლობაც დაიწყება.
დასრულების პირასაა ორი ახალი სკვერი მე-8 და მე18 მიკრორაიონებში, სადაც ჯამში 24 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები.