რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული პოლიციის ლეიტენანტის ხსოვნას პატივი მიაგეს

8 აგვისტო

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ნოდარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლიციის ლეიტენანტის გიგა სახელაშვილის მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

„8 აგვისტო უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. 14 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა...“, - ნაქვამია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში