პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილები გადაადგილება დღეიდან უკვე შესაძლებელია. სატვირთო ავტომობილების გატარება კი, უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გუშინ საღამოსვე დაიწყო. თუმცა, დროებით იმოქმედებს სპეციალური რეჟიმი.
კერძოდ, დღეიდან ყოველდღე დილის 7-დან საღამოს 7-საათამდე უღელტეხილზე მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსებისათვის. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა დასაშვები იქნება საღამოს 9 საათიდან დილის 6-მდე. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროის ამ მონაკვეთში აკრძალული იქნება.
საავტომობილო გზის რიკოთის გვირაბი-ხევის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე კი, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს. აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ჯერ უცნობია როდემდე გაგრძელდება გადაადგილების საათობრივი შეზღუდვა, რადგან კვლევები სხვა მეწყრულ ზონებზე, ამ დრომდე გრძელდება.